ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ფრონტერა“: 2013 წლიდან სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება დაიწყო

10 თებერვალი 2020, 12:56 / სანდო წყარო

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ ბოლო პერიოდში კომპანიის შესახებ საქართველოში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მას „არაკორექტულს და არასწორს“ უწოდებს. 

განცხადებაში წერია, რომ 2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

„Frontera Resources Corporation ეხმაურება ბოლო დროს კომპანიის შესახებ საქართველოში გავრცელებულ არაკორექტულ და ხშირ შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას. Frontera არის ნავთობისა და გაზის საძიებო და მოპოვების ამერიკული კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ჰიუსტონში, ტეხასი, აშშ.

კომპანიის დამფუძნებელი აქციონერები არიან ამერიკის ენერგეტიკისა და ფინანსური ინდუსტრიის ცნობილი წარმომადგენლები, მათ შორის შორის Baker Hughes, Conoco, JP Morgan, Shell Capital და მრავალი სხვა. დაარსების დღიდან კომპანია მუშაობდა ტეხასში აშშ, ლათინურ ამერიკის და შავი ზღვის აუზის ქვეყნებში.

1996 წელს Frontera-მ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ორ ხელშეკრულებას აზერბაიჯანში, სადაც იმავე წელს დაიწყო ნავთობის საძიებო და მოპოვების სამუშაოები, რამაც რამოდენიმე წელიწადში კომპანია აზერბაიჯანის ხმელეთზე ყველაზე დიდ უცხოურ ნავთობმომპოვებელ კომპანიად აქცია.

1997 წელს კომპანიამ გაიმარჯვა საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და მოიპოვა აღმოსავლეთ საქართველოს მე-12 ბლოკში ნავთობის და გაზის საძიებო და მოპოვების სამუშაოების წარმოების ლიცენზია.

საქართველოს მთავრობასთან ერთწლიანი მოლაპარაკების შედეგად და მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების პირობები შეთანხმდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტთან, სახელმწიფო საინვესტიციო საბჭოსთან და საქართველოს პარლამენტთან, კომპანიამ ხელი მოაწერა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებას საქართველოს სახელმწიფოსთან და სახელმწიფო კომპანია საქნავთობთან.

კონტრაქტის სავალდებულო საინვესტიციო პროგრამა შეადგენდა 18,5 მილიონ აშშ დოლარს. ამ ვალდებულებას კომპანიამ დაახლოებით 30-ჯერ გადააჭარბა.

საქართველოში თავისი საქმიანობის პერიოდში „ფრონტერამ“ პირველად ქვეყნის ისტორიაში:

ამერიკულ ბანკებთან JPMorgan, Morgan Stanley, Shell Capital და Deutsche Bank - თან ერთად დაიწყო მე-12 ბლოკის პროექტში ინვესტირება, წარმატებით განახორციელა სამგანზომილებიანი სეისმური კვლევა, თანამედროვე ტექნოლოგიით გაბურღა ნავთობისა და გაზის 60-მდე ჭაბურღილი , განახორციელა ნავთობის ჭაბურღილების ჰორიზონტალური ბურღვა წამყვან ამერიკულ კომპანიებთან, Netherland Sewel & Associates, Ryder Scott და Miller & Lens - თან დაამტკიცა მე-12 ბლოკის ნავთობისა და გაზის მარაგები. ( ამ მარაგების ათვისება სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებას ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე და გაზრდის ნავთობის და გაზის ქართული ექსპორტის მოცულობას).

2004 წელს საქართველოს პროექტისათვის განათავსა აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს გახლდათ პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული პროექტისათვის საფონდო ბირჟაზე აიწია კაპიტალი. ამ ტრანზაქციამ საქართველო წარმატებით გააცნო საერთაშორისო საფონდო კაპიტალის ბაზარს.

აშენდა პირველი გაზსადენი და საკომპრესორო სადგური, რომლის მეშვეობით ადგილობრივად მოპოვებული გაზი მიეწოდება მომხმარებლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

1997 წელს ნავთობის ძებნა ძიებისა და მოპოვების სამუშაოების დაწყებიდან დღემდე განხორციელებული ინვესტიციების საერთო მოცულობა დაახლოებით 580 მლნ აშშ დოლარია, ხოლო ამავე პერიოდში სულ მოპოვებული და რეალიზებულ იქნა 60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ნავთობი და ბუნებრივი გაზი. გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო რამოდენიმე ათეული მილიონი დოლარი. პროექტში დასაქმებულია ასეულობით ადამიანი.

ასევე საგულისხმოა, რომ პროექტში კაპიტალის ინვესტირების ვალდებულებას და რისკს სრულად იღებს Frontera Resources, ხოლო მოპოვებული მოგების ნავთობისა და გაზის ნახევარზე მეტი წილი ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.

2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, რაც გამოიხატა სხვადასხვა სახის საოპერაციო ნებართვების გაუცემლობაში და ყოველგვარი საბაბის გარეშე ნავთობის და გაზის მოპოვების ლიცენზიის გაუქმების არაერთ მცდელობაში.

2017 წელს სახელმწიფომ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ წამოიწყეს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა Frontera - ს წინააღმდეგ, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა კომპანიის საქმიანობა და გათვალისწინებული ინვესტიციების შემოდინება საქართველოში.

მიუხედავად ამისა, კომპანია იმედოვნებს, რომ კვლავაც გააგრძელებს ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას, რაც საქართველოს მოუტანს ენერგოდამოუკიდებლობას, ხოლო მის მოსახლეობას კი უდიდეს მატერიალურ სიკეთეს.

Frontera Resources Corporation - ისთვის დიდი პატივია იყოს საქართველოს ეკონომიკური აღორძინების მონაწილე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა  და  ეკონომიკის  გაუარესებით“  შეშფოთებულია. მისი შეფასებით, ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და თავდასხმის საგანს წარმოადგენდა - მაგალითად ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.

მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო იურიდიული კომპანია, Hogan Lovells  2020 წლის 31 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ქართული მხარის მიმართ „ფრონტერას“ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. 

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

06.02.2020 12:00

ეკონომიკა

აშშ-ის საელჩო: აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

04.02.2020 17:21

მამუკა ბახტაძე: რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია

31.01.2020 19:04

ვენეცია კუნძული

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

14.02.2020 13:28

ივანე მაჭავარიანი მერსედეს ვერა მარტინი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გასული ფინანსური წელი დადებითად შეაფასა

11.02.2020 17:32

ზაზა გაბუნია

ზაზა გაბუნია დაუსრულებელი მშენებლობების კ2-ის მოსაკრებლისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდის

10.02.2020 14:50

ტრამპს ხელოვნურ ინტელექტზე საბიუჯეტო თანხების გაორმაგება სურს

09.02.2020 21:06

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE