08 თებერვალი 2020, 17:24 / სანდო წყარო
გენადი არველაძე
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მედიის წარმომადგენლებს ექსპორტის ხელშეწყობის ინსტრუმენტები გააცნო, რომელთაც სამინისტრო მის სისტემაში შემავალი უწყებები და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები წარმატებით იყენებენ ადგილობრივი მწარმოებლების - პოტენციური და მოქმედი ექსპორტიორების მხარდასაჭერად.
საინფორმაციო შეხვედრა სამინისტროს მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროექტის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა - II ფაზა“ ორგანიზებით გაიმართა.
არველაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ცნობიერების ამაღლების ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიცაა DCFTA - საკონსულტაციო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს მსხვილი ბიზნეს ასოციაციების, პროფესიული კავშირების და დამსაქმებლების წარმომადგენლები და სავაჭრო პალატები და სხვა.
არველაძის განცხადებით, სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წარმატებით ახორციელებს ექსპორტის მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმს, როგოებიცაა პოტენციური ექსპორტიორების საერთაშორისო გამოფენებსა და მისიებში მონაწილეობის ხელშეწყობა, სავაჭრო პლატფორმებზე რეგისტრაცია, როგორიცაა www.tradewithgeorgia.com, რომლის განახლებაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „USAID REAP“ მხარდაჭერით განხორციელდა.
„პორტალის მეშვეობით ექსპორტიორი და ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები ისარგებლებენ ერთი ფანჯრის პრინციპით, რაც გულისხმობს ერთ სივრცეში კომპანიის პროფილის შექმნას, საექსპორტო პოტენციალის განსაზღვრას, საერთაშორისო ღონისძიებაზე რეგისტრაციას, ონლაინ ხელშეკრულების გაფორმებას და სხვა რელევანტური აქტივობის განხორციელებას,“ - განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება გამოფენა - გაყიდვებში მონაწილეობას, სააგენტოს მხარდაჭერით 2019 წელს ევროკავშირში გამართულ 11 წამყვან ღონისძიებაში მონაწილეობა 102-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
06.02.2020 20:30
06.02.2020 16:11
06.02.2020 13:26
06.02.2020 12:00
06.02.2020 10:49
04.02.2020 22:54
04.02.2020 17:24