ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობა ევროკავშირის ანგარიშში დადებითად შეფასდა

07 თებერვალი 2020, 18:47 / სანდო წყარო

ევროკავშირი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ეხება, უწყების საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა.

უწყების ცნობით, ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის, რომ სახელმწიფომ, რეგიონების განვითარების მიზნით, მოამზადა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, შეიმუშავა დეცენტრალიზაციის სტრატეგია და „ჭკვიანი სპეციალიზაცია“.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს. პროგრამის ფარგლებში, კახეთში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფინანსდება დაახლოებით 63 მილიონი ევროს მიზნობრივი ღონისძიებები, რომელშიც ევროკავშირის მონაწილეობა 54 მილიონ ევრომდეა. დაფინანსების დიდი ნაწილი მოხმარდება რეგიონული ცენტრების ეკონომიკური, კულტურული და სოციალური როლისა და ფუნქციების გაძლიერებას, ახალი ურბანული მიზიდულობის კერების ჩამოყალიბებას, ყოფილი სამრეწველო, ინდუსტრიული ქალაქებისა და აუთვისებელი ტერიტორიების განახლებას.

2020-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგია და 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასული წლის ბოლოს დაამტკიცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციითა და დაინტერესებული ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური ჩართულობით მომზადდა. მისი მიზნებია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდა, ფინანსური დეცენტრალიზაცია და უფრო გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული თვითმმართველობის ჩამოყალიბება.

მთავრობამ სტრატეგიის ძირითადი მიზნების მისაღწევად არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგა, მაგალითად – ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების გაზრდის ნაწილში, 2019 წლიდან თვითმმართველობებს გადაეცათ სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების და ბავშვების სკოლებში ტრანსპორტირების უფლებამოსილება შესაბამისი ფინანსური რესურსით, ხოლო მუნიციპალიტეტებისთვის გასანაწილებელი თანხები დაუკავშირდა  დამატებითი ღირებულების გადასახადს. ამ ცვლილებით ყველა მუნიციპალიტეტს 13%-ით გაეზარდა დაფინანსება.

2013 წლის შემდეგ, თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით, საქართველოს ხელისუფლების პროგრესი აღიარა ევროპის საბჭომ რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის 2018 წლის ანგარიშში“, – წერია სამინისტროს მიერ ევროკავშირის ანგარიშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ ანგარიშში მოხსენიებულია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით შემუშავებული „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ პროგრამა, რომელიც წარმოადგენს რეგიონების ინოვაციური პოტენციალის გაძლიერების საფუძველს.

„ამ კომპონენტის განხორციელებით შესაძლებელი ხდება კონკრეტული რეგიონის ძლიერი მხარეების განსაზღვრა და მათი აქცენტირებული განვითარება. ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, საპილოტე რეგიონად უკვე შერჩეულია იმერეთი. მიღწეულია შეთანხმება შესაბამისი პარტნიორობისა და ტექნიკურ-ექსპერტული მხარდაჭერის შესახებ, ჩამოყალიბებულია ეროვნული უწყებათაშორისი გუნდი, მომზადებულია ანალიტიკური და პირველადი სამოქმედო დოკუმენტები, შეთანხმებულია განხორციელების ჩარჩო მეთოდოლოგია“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერის დროულად, მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

06.02.2020 13:26

იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული კატეგორია ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება

06.02.2020 11:00

დავით ბაქრაძე: ამერიკული კერძო სექტორი სწორად ხედავს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას შემდგომი ინვესტირებისთვის

04.02.2020 22:54

ეკონომიკა

აშშ-ის საელჩო: აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

04.02.2020 17:21

იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

04.02.2020 11:46

მამუკა ბახტაძე: რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია

31.01.2020 19:04

ვენეცია კუნძული

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

14.02.2020 13:28

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE