ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

CENTRAL BANKING-ის ჯილდო საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომპანია „მონტრანს“ გადაეცა

07 თებერვალი 2020, 00:56 / სანდო წყარო

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი

ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა CENTRAL BANKING-ის გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და კომპანია "მონტრანმა", საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) დანერგვისთვის - "გირაოს მართვის სერვისების საუკეთესო მიმწოდებელის"  ნომინაციაში  გაიმარჯვა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, CENTRAL BANKING-ის დაჯილდოება საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში ფართოდაა აღიარებული და მასში მონაწილე ბანკების მაღალ რეპუტაციასა და წარმატებულ საქმიანობაზე მიუთითებს.

GSSS ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ინტეგრირებული სისტემაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 3 დეკემბრიდან აამოქმედა. GSSS ქვეყნის ფინანსური სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი მეშვეობით ხდება სახელმწიფო და კერძო ფასიანი ქაღალდების გამოშვება, შენახვა, დაფარვა და დაგირავება. აღსანიშნავია, რომ ფასიანი ქაღალდები არის საუკეთესო გირაო, როგორც ბანკთაშორისი ბაზრისთვის, ისე ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის. შესაბამისად, სისტემის გამართული, სწრაფი და საიმედო მუშაობა მნიშვნელოვანი კომპონენტია ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად.

სისტემა, რომელიც ორ ცენტრალურ დეპოზიტარს აერთიანებს, ემსახურება მთელ კაპიტალის ბაზარს, სადაც როგორც ერთ, ისე მეორე დეპოზიტარში შენახული ფასიანი ქაღალდების გირაოდ გამოყენება თანაბარუფლებიანადაა  შესაძლებელი. სისტემა თვითონ ირჩევს ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციებისთვის და აკონტროლებს, რომ ეს ოპერაციები ყოველთვის უზრუნველყოფილი იყოს საკმარისი გირაოთი, რაც ერთის მხრივ ეროვნულის ბანკი ფინანსური რისკების დაზღვევას, ხოლო მეორეს მხრივ ფასიანი ქაღალდების ყველაზე ეფექტურად გამოყენებას ემსახურება.

GSSS წარმოადგენს თვისობრივად უნიკალურ ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემას. ის უზრუნველყოფს კერძო და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარების ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ოპერირებას ერთიანი მაღალტექნოლოგიური პლატფორმის ქვეშ, რომლის შეუფერხებელი ფუნქციონირებაც ეროვნული ბანკის მიერ არის გარანტირებული. ამ გზით GSSS სისტემა უმცირესი დანახარჯით აღწევს კაპიტალის ბაზრის სრულ ინტეგრაციას, მაქსიმალურ უსაფრთხოებასა და ინვესტორთა ნდობას, რაც მცირე ზომისა და რესურსების მქონე ქვეყნისთვის საუკეთესო მოდელია.

GSSS სისტემა კომპანია „მონტრანმა“ ეროვნული ბანკის და საქართველოს საფონდო ბირჟის ცენტრალური დეპოზიტარის (GCSD) დაკვეთით შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ სისტემის დანერგვიდან წელიწადზე ოდნავ მეტია გასული, მან უკვე მიიპყრო მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და კაპიტალის ბაზრის მონაწილეთა ყურადღება და საბაზრო ინფრასტრუქტურის სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის შეფასებით, სწორედ ინოვაციური გადაწყვეტილებები გახდა ცენტრალური ბანკების პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვების საფუძველი, რაც უდავოდ ეროვნული ბანკისა და მისი სისტემის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა: „ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ინოვაციური სისტემა, რომელიც სრულად მოემსახურებოდა ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის მანდატის განხორციელებას და ამავდროულად, ხელს შეუწყობდა კაპიტალის ბაზრის განვითარებას. GSSS სისტემით და საფონდო ბირჟასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ჩვენ ყველა ამ მიზანს მივაღწიეთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენი სისტემის მოდელი აღვივებს სხვა ქვეყნების ინტერესს.  ჩვენთვის დიდი პატივია მივიღოთ საერთაშორისო აღიარება CENTRAL BANKING -ისგან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ, კომპანია „მონტრანთან“ ერთად“.

„მრავალი ახალი ინოვაცია GSSS - ში, რომლის პიონერი გახლდათ საქართველო, ჩვენი საბაზისო სისტემის ნაწილი გახდა და ჩვენი ყოველი მომავალი დანერგვა ეროვნული ბანკის ვერსიაზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა მონტრანის რეგიონულმა მენეჯერმა, კეიტ ესკამ.

Central Banking Publications 1990 წელს, ლონდონში, მისი პირველი რედაქტორის, რობერტ პრინგლის მიერ დაარსდა, რომელიც მანამდე The Banker-ის რედაქტორი იყო. CENTRAL BANKING წარმოადგენს ფინანსურ მედია პორტალსა და გამომცემლობას. იგი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. მას ძალზე ფართო აუდიტორია ჰყავს, რომელიც ძირითადად, მოიცავს მსოფლიოს ცენტრალურ ბანკებს და ფინანსურ მარეგულირებლებს, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს და ფინანსური სექტორის სხვა წარმომადგენლებს.

CENTRAL BANKING - ის დაჯილდოების ცერემონია ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 19 მარტს გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას როგორც ერთ-ერთ ნომინაციაში გამარჯვებული, საქართველოს ეროვნული ბანკიც მიიღებს.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ელიავას ბაზრობა

ელიავას ბაზრობა შენარჩუნდება, თუმცა მისი განაშენიანება გენგეგმის ფარგლებში მოხდება

05.02.2020 11:18

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

თბილისის მერია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისა და კადეტთა კორპუსის რეაბილიტაციას გეგმავს

05.02.2020 11:13

ხაზარაძემ „თიბისი ბანკში“ წილის შემცირების მიზეზი განმარტა

03.02.2020 17:32

საქსტატი: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

03.02.2020 15:02

ნავთობი

ჩინეთში კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა

03.02.2020 12:10

მამუკა ბახტაძე: რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია

31.01.2020 19:04

მსხვილი ბრიტანული კომპანია დაინტერესდა საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს

22.01.2020 16:17

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE