ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

06 თებერვალი 2020, 17:30 / სანდო წყარო

მტკვარი ჰესი

„მტკვარი ჰესის“ პროექტი

„მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის ექსკავაციის სამუშაოები დასრულდა.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტის „მტკვარი ჰესის“ ფარგლებში, საქართველოში Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაცია დასრულდა, გვირაბის სიგრძე 9.6 კმ-ია, ხოლო ექსკავაციის დიამეტრი 6 მეტრი.

თანაინვესტირების ფონდის ინფორმაციით, გვირაბის ექსკავაცია პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი ეტაპი იყო, მოცემული ფაზის დასრულებით კი მშენებლობა დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

„მტკვარი ჰესის სადაწნეო გვირაბის საშუალებით წყლის დერივაცია მტკვარი ჰესის სათავე ნაგებობიდან ჰესის შენობაში მოხდება, სადაც ტურბინების საშუალებით ელექტროენერგია გამომუშავდება.

მტკვარი ჰესის პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პროექტი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის სიახლოვეს, მდინარე მტკვარზე არსებული სათავე ნაგებობიდან იღებს სათავეს, რომელიც სისტემურ ნაგებობებს, მათ შორის: ფსკერულ წყალსაგდებს, თევზსავალს, კაშხალს და წყალმიმღებს უყრის თავს.

პროექტის შემდგომი ნაწილია სადერივაციო გვირაბი, რომელიც აკავშირებს ჰესის სათავე ნაგებობას ჰესის შენობასთან.

ჰესის შენობა აღჭურვილია ფრენსისის ტიპის ორი ტურბინით და გამყვანი არხით - საიდანაც ჰესში შემავალი წყალი, სოფელი ზიკილიას მიმდებარე ტერიტორიაზე, კვლავ მდინარე მტკვარის კალაპოტს უბრუნდება.

მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ კვტ.სთ. რაც 2019 წლის მონაცემებით, საქართველოს მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 1.9%-ს შეადგენს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 157 მლნ აშშ დოლარია, ხოლო პროექტის დასრულება 2021 წელს იგეგმება.

„მტკვარი ჰესის“ ფინანსური პარტნიორია თიბისი ბანკი. პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject.

გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული.

„მტკვარი ჰესი“ 2009 წელს დაწყებული და შემდეგ მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი იყო. პროექტის აქტიური სამუშაოები 2014 წელს, მას შემდეგ განახლდა, რაც საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა ჰესის 100%-იანი წილი შეისყიდა.

„საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აუცილებელია მდიდარი ჰიდრორესურსის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება. მტკვარი ჰესის პროექტი სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს და საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ჯანსაღი ათვისების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ.

“თიბისი ლიდერი ბანკია საქართველოში ენერგეტიკის სექტორის დაფინანსების კუთხით. ამ სექტორის განვითარების ხელშეწყობა ჩვენთვის სტრატეგიული მიმართულებაა, თიბისის 252 მლნ. დოლარიანი სასესხო თანამონაწილეობით, ჯამში ამ სექტორში 515 მლნ. დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

მოხარულები ვართ, რომ „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობა „საქართველოს თანაინვესტირების ფონდის“ ინიციატივით მიმდინარეობს და ვიმედოვნებ, რომ მსგავსი პროექტების დაფინანსებით, ხელს შევუწყობთ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

„მტკვარი ჰესის გვირაბი ექსკავაციისთვის შეძენილი მანქანა-დანადგარი არის კლდოვანი გრუნტისთვის განკუთვნილი ორმაგფარიანი გვირაბგამყვანი მანქანა.

ამ ტექნიკის გამოყენებით ექსკავაცია ხორციელდება მხოლოდ ერთი დანადგარის საშუალებით, უახლესი ტენდენციებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად. მსგავსი პრაქტიკა ენერგეტიკის სექტორში ბოლო 25 წლის მანძილზე აქტიურად გამოიყენება კლდოვან გრუნტში გამავალი გვირაბების ექსკავაციისათვის, ვინაიდან ეს ტექნოლოგია უსაფრთხო, სწრაფი და ეკონომიურია“, - განაცხადა ნიკოლა დელა ვალემ, კომპანია Tunnel Consult-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კავკასუს ონლაინს 90 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

07.02.2020 10:30

დავით თვალაბეიშვილი

დავით თვალაბეიშვილი: ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ენერგეტიკული რეფორმების უმნიშვნელოვანესი ეტაპია

06.02.2020 20:30

გაკოტრება

რას გულისხმობს კანონპროექტი, რომელიც კომპანიებს გაკოტრების ეტაპის თავიდან არიდებაში დაეხმარება

06.02.2020 16:11

მინდელის ხიდის რეაბილიტაციაზე 5 მილიონი ლარი დაიხარჯება

06.02.2020 13:53

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერის დროულად, მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

06.02.2020 13:26

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

06.02.2020 11:59

ელიავას ბაზრობა

ელიავას ბაზრობა შენარჩუნდება, თუმცა მისი განაშენიანება გენგეგმის ფარგლებში მოხდება

05.02.2020 11:18

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE