ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია თურნავა: პირობას გაძლევთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ტენდერის დროულად, მაღალ დონეზე და გამჭვირვალედ ჩასატარებლად ყველაფერს გავაკეთებთ

06 თებერვალი 2020, 13:26 / სანდო წყარო

ნათია თურნავა

„ანაკლიის პორტი ჩვენი სტრატეგიული პრიორიტეტი და ერთადერთი პროექტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. საქართველოს მთავრობიდან არსებობს ძალიან დიდი მზადყოფნა, რომ ფინანსურად, ქონებრივად - შესაბამისი მიწების გადაცემით, იურიდიულად და პოლიტიკურად მხარი დაუჭიროს ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას“, - ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელზეც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

ნათია თურნავამ ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან დეტალურად ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობაში არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ დაიწყოს პორტის პროექტის ხელახალი ტენდერი და მოიზიდოს ახალი, უფრო წარმატებული ინვესტორი, რომელიც საბოლოო ჯამში, მთავრობასთან ერთად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლა ახალი ტენდერის ჩატარებას უკავშირდება. „ამის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ის, რომ ჩვენ  დავიწყოთ მზადება ახალი ტენდერის გამოსაცხადებლად. მოგეხსენებათ, თავის დროზე, როდესაც გამოცხადდა ტენდერი ანაკლიის პორტის ასაშენებლად, სწორედ ეკონომიკის სამინისტრო იყო ის უწყება, რომელმაც ამ ტენდერის ორგანიზება გააკეთა და მის მიმართ საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. შესაბამისად, აბსოლუტურად ლოგიკურია - ჩვენ თუ უნდა დავიწყოთ ტენდერისთვის ხელახლა მომზადება, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამაში ისევ ერთვება ეკონომიკის სამინისტრო“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ტენდერი დროულად და მაღალ დონეზე ჩატარდება - მთავრობა ამ პროცესში რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან თანამშრომლობას გეგმავს. „მე პირობას გაძლევთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტენდერი ჩატარდეს დროულად, მაღალ დონეზე, გამჭვირვალედ, ისე, რომ ეს პირობები მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის. ჩვენ ამისთვის გავაკეთებთ ხელშეკრულების გარკვეულ ინვენტარიზაციას, გავითვალისწინებთ მასში განხორციელებულ ყველა ცვლილებას ინვესტორის სასარგებლოდ. ასევე ჩვენი დიდი სურვილია, რომ ამ პროცესში ვითანამშრომლოთ რომელიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან, ვისთანაც, ზოგადად არსებობს კარგი გამოცდილება, საერთაშორისო ტენდერების მაღალ დონეზე ორგანიზებაში მთავრობის დახმარების კუთხით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ანაკლიის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის

06.02.2020 12:00

გიორგი გახარია

საქართველო 2022 წელს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენა-ბაზრობას უმასპინძლებს

06.02.2020 10:49

იანვარში საქართველოს საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია

04.02.2020 11:46

ნათია თურნავა: „ფრონტერას“ გაუცემელი ხელფასების 11 თვის დავალიანება დაუგროვდა და ბევრი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო

30.01.2020 14:43

ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

21.01.2020 15:51

ვენეცია კუნძული

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

14.02.2020 13:28

ივანე მაჭავარიანი მერსედეს ვერა მარტინი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ გასული ფინანსური წელი დადებითად შეაფასა

11.02.2020 17:32

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE