21 იანვარი 2020, 15:51 / სანდო წყარო
ხელმოწერის ცერემონია
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და USAID/Georgia - ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ, რომელიც USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შორის გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმებს ხელი მოაწერეს USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკორდმა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი დუგლაძემ და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო სააგენტოებთან თანამშრომლობის მიზანია აღნიშნულმა უწყებებმა სხვადასხვა კავშირების გამოყენებით, ახალი და დიფერენცირებული პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელი შეუწყონ დასაქმებისა და ინვესტიციების პოტენციალის გაზრდას და მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაყიდვების და შემოსავლების მატებას.
„აშშ - ის მთავრობა უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, რაც დადასტურდა არაერთი აქტით, მათ შორის, საქართველოს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს აშშ-ის კონგრესში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში. მისი თქმით, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა საქართველოს პრიორიტეტულად განსაზღვრული ეკონომიკური სექტორების განვითარებაში დაეხმარება. „საუბარია დარგებზე, რომლებიც მოიტანს ახალ ტექნოლოგიებსა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამავდროულად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ტრადიციული სფეროების მხარდაჭერა, სადაც დიდია დასაქმების კომპონენტი. მათ შორისაა, ტექსტილი, გადამამუშავებელი მრეწველობა და სხვ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის მთავრობა ასე ინტენსიურად აგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და დახმარებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
„USAID - ი დიდი ხანია, წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან ისეთ სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ეკონომიკის სხვა სექტორები. მოხარულები ვართ, რომ დღეს შედგა ახალი თანამშრომლობა USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და ორ სააგენტოს შორის. თანამშრომლობის მიზანია, გამოავლინოს მნიშვნელოვანი ინტერვენციები, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკის პრიორიტეტულ სექტორებზე, ასევე სხვადასხვა კავშირების გამოყენებით და პროდუქტების განვითარების ხელშეწყობის გზით, ხელს შეუწყობს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნასა და უცხოურ და კერძო სექტორის ინვესტიციების გაზრდას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში“, - განაცხადა USAID/Georgia - ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
ხელმოწერამდე მხარეებს შორის გაიმართა შეხვედრა, რომელზეც ხაზი გაესვა წინა პერიოდში პროგრამის ზოგად მხარდაჭერასა და წარმატებულ მუშაობას სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან, რომელთა შორისაა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და მთის კურორტების განვითარების კომპანია.
რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.
16.02.2020 20:25
„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
16.02.2020 15:33
თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.
16.02.2020 15:30
საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.
16.02.2020 15:29
„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.
16.02.2020 15:25
აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.
16.02.2020 15:23
თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
16.02.2020 00:20
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი.
15.02.2020 22:34
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.
15.02.2020 22:14
შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
15.02.2020 22:01
ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ.
15.02.2020 21:30
ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია.
15.02.2020 20:57
დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს.
15.02.2020 19:54
მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.
15.02.2020 18:27
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.
15.02.2020 18:02
06.02.2020 13:26
06.02.2020 11:59
04.02.2020 17:24
03.02.2020 15:02
23.01.2020 12:23
22.01.2020 16:17
14.02.2020 13:28