ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია თურნავა: „ფრონტერას“ გაუცემელი ხელფასების 11 თვის დავალიანება დაუგროვდა და ბევრი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო

30 იანვარი 2020, 14:43 / სანდო წყარო

ნათია თურნავა

სენატორების განცხადება, რა თქმა უნდა, არ დარჩება ხელისუფლების რეაგირების გარეშე, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებისთვის ყოველთვის ყურადსაღებია ამერიკელი პარტნიორების, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების განცხადებები, მიუხედავად იმისა, რომ „ზოგჯერ და ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გადაუმოწმებელ ინფორმაციას ეყრდნობა ეს განცხადებები“.

რაც შეეხება კომპანია „ფრონტერა ჯორჯიას“ საქმეს, მინისტრის თქმით, საერთაშორისო არბიტრაჟში დავა მიმდინარეობს, საქართველოს მხრიდან დავაში ჩართულები არიან სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო.

„2019 წლის დეკემბერში, ლონდონში დასრულდა არსებითი მოსმენები ამ დავასთან დაკავშირებით და ჩვენი მხარე დიდი მოთმინებით, პატივისცემით ველოდებით უახლოეს პერიოდში, იმედია, საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებას. ჩვენი მხარე, სახელმწიფო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია და ნავთობისა და გაზის სააგენტო საკმაოდ მყარად არიან დარწმუნებულები საკუთარ არგუმენტებსა და დავის მოგების საკუთარ შანსებში. მაგრამ ჩვენ პატივს ვცემთ საარბიტრაჟო ნორმებს, პატივს ვცემთ საერთაშორისო არბიტრაჟის ინსტიტუციას, ამიტომ თავს ვიკავებთ ხოლმე სხვადასხვა მკვეთრი გამონათქვამისგან და ამას მოვუწოდებ სხვებსაც, ვინც არ უნდა იყოს ეს - ნუ გავაკეთებთ მანამ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადდება, სხვადასხვა მკვეთრ და ხშირად, არასწორ და მცდარ ინფორმაციაზე დაყრდნობილ განცხადებებს, რამეთუ ეს ძალიან სამართლიანად და ლოგიკურად, შეიძლება აღქმული იყოს როგორც საერთაშორისო არბიტრაჟზე ზეწოლის ფაქტი. 

კომპანია „ფრონტერა ჯორჯიამ“ ბოლო პერიოდში, ძალიან უპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინა საკუთარი პერსონალისა და იქ დასაქმებულების მიმართ. ჩვენი ინფორმაციით, 11 თვის და მეტის დავალიანება დაუგროვდა კომპანიას საკუთარი პერსონალის მიმართ გაუცემელი ხელფასების სახით, რითაც ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააგდო ათობით ჩვენი მოქალაქის ოჯახი“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

კორონავირუსი

Hyundai-მ სამხრეთ კორეაში წარმოება ჩინეთიდან ნაწილების მიწოდების დეფიციტის გამო შეაჩერა

04.02.2020 18:51

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს ქვეყნის მასშტაბით 32 ადგილზე მოემსახურება

03.02.2020 15:23

ნავთობი

ჩინეთში კორონავირუსის გამო ნავთობზე მოთხოვნა 20%-ით დაეცა

03.02.2020 12:10

მამუკა ბახტაძე: რეგიონში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, საქართველო კვლავ ლიდერია

31.01.2020 19:04

მსხვილი ბრიტანული კომპანია დაინტერესდა საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს

22.01.2020 16:17

ნათია თურნავა: დღემდე საქართველოში გაცემულია 4200 წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია, აქედან 550 ლიცენზია მხოლოდ შარშან გაიცა

22.01.2020 11:19

ნათია თურნავა: USAID-ი  საქართველოს პრიორიტეტული სექტორების განვითარებაში დაეხმარება

21.01.2020 15:51

ახლა იმედის პირდაპირ ეთერში

{{notification.item.date}} {{notification.item.title}}

{{notification.item.description}}

უყურე LIVE