ახალი ამბები იმედზე

საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნათია თურნავა:  პროგრამას „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ვაფართოებთ და ვამატებთ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებს

30 იანვარი 2020, 14:17 / სანდო წყარო

ნათია თურნავა

როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა მთავრობის სხდომის დაწყების წინ, გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივა და სიახლე - ეს არის პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“  შემდგომი ეტაპი და მისი გაფართოება, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, გასული წლის შემოდგომით დაანონსებული პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში დაიწყო მასშტაბური პრივატიზების პროცესის ახალი ტალღა და  მუდმივად, სულ მცირე 100 პარალელური ელექტრონული აუქციონი იმართება, რომელიც ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონებას სხვადასხვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით სთავაზობს.

„პირველმა ეტაპმა გვაჩვენა, რომ ეს პროგრამა საკმაოდ წარმატებული ინიციატივაა  და  სახელმწიფო ქონების პრივატიზების გზით ამ პროგრამიდან უკვე 50 მლნ ლარამდე შემოსავალია მიღებული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის დაწყების მომენტიდან იმდენად მაღალი იყო ბიზნესის აქტივობა და ინტერესი, რომ გასული წელი პრივატიზების კუთხით ორმაგი გადაჭარბებით დავასრულეთ - რაც გვქონდა შემოსავლები ჩადებული ბიუჯეტში პრივატიზებიდან, ამ პროგრამის ამოქმედების მომენტიდან, წლის ბოლო თვეებში  აქტიურობის შედეგად, მაჩვენებელი ორჯერ მეტია. აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავაფართოვოთ „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროგრამის არეალი და სამომავლოდ მოვიცვათ არა მარტო სახელმწიფო ქონების პრივატიზება, არამედ წიაღისეულის ლიცენზიების აუქციონებიც“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს აუქციონები დღემდე ტრანსპარენტულად იმართება, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბურად მომზადდება 100 ახალი აუქციონი , რომელიც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება. 

„წიაღისეულის 100 აუქციონი მუდმივად გაიმართება და ჩატარდება გამჭვირვალედ, როგორც ეს აქამდე იყო. ასე გვინდა, რომ წიაღისეულის  არა მხოლოდ მოპოვება, არამედ გადამუშავება ხდებოდეს და ძირითადი ღირებულება რჩებოდეს საქართველოში. ეს იქნება აუცილებელი მოთხოვნა და  გადამუშავების მოთხოვნის გამო სულ მცირე 120 მილიონი ლარის ინვესტიცია იქნება დარგში განხორციელებული, მათ შორის გადამამუშავებ სიმძლავრეებზე და 1800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნება მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, წიაღთან დაკავშირებით მეორე მნიშვნელოვანი სიახლე ისაა, რომ პროგრამის ფარგლებში გამოტანილ ობიექტებზე ეკოლოგიის, გარემოზე ზემოქმედების ნეიტრალიზაციის უფრო მაღალი სტანდარტი იქნება მოთხოვნილი.

„ეს იქნება ისევ და ისევ გამჭვირვალე პროცესი, მათ შორის მედიისთვის და ჩვენ ველოდებით, რომ ისევე წარმატებით განხორციელდება, როგორც  „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონების პრივატიზების ნაწილი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთი რუსეთს იდლიბში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

რუსეთი და თურქეთის სირიის სამოქალაქო კონფლიქტი აქტიურად მონაწილეობენ. მოსკოვი მხარს პრეზიდენტ ბაშარ ასადს უჭერს, თურქეთი კი მეამბოხეებს. კონფლიქტის ბოლო ეტაპმა იდლიბის პროვინციაში გადაინაცვლა, სადაც ასადის ჯარს რუსული ავიაცია ეხმარება.

16.02.2020 20:25

კახა კალაძე

კახა კალაძე: „სითი პარკისგან“ ტექნიკასთან ერთად, 50 ათასი მოქალაქის ჯარიმა გადმოვიბარეთ

„წამოვიღეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, ჯარიმა, რომელიც დღეს არის ჩვენი საკუთრება და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში საზოგადოებას მივაწვდით განცხადებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

16.02.2020 15:33

კახა კალაძე

კახა კალაძე ვანო მერაბიშვილზე: ამ ადამიანმა მოიხადა სასჯელი და თავისი გადასაწყვეტია, რა მიმართულებით გააგრძელებს ცხოვრებას

თბილისის მერმა გადაცემა „კვირის თემაში“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებაზე გააკეთა კომენტარი. ვანო მერაბიშვილი საპატიმროს შემდეგ კვირაში დატოვებს.

16.02.2020 15:30

კახა კალაძე

კახა კალაძე: ოპოზიციას რეზოლუციაში არასწორი ინფორმაციის შეტანა სურდა, ამ გეგმის ჩაშლის შემდეგ კი ყველაფერი გააკეთეს, რომ სხდომა რეზოლუციის გარეშე დასრულებულიყო

საქართველო-ევროკავშირის სხდომის რეზოლუციის გარეშე მიღება ოპოზიციის ქმედებებმა განაპირობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა გადაცემა „კვირის თემაში“ განაცხადა.

16.02.2020 15:29

ჰასან როუჰანი

როუჰანი აშშ-სთან წნეხის ქვეშ მოლაპარაკებების წარმოებაზე უარს აცხადებს

„ირანი არასოდეს წავა მოლაპარაკებებზე იძულებით. არასოდეს დავემორჩილებით ამერიკის წნეხს და სისუსტის პოზიციიდან დიალოგს არ წარვმართავთ. ამერიკის „მაქსიმალური წნეხის“ პოლიტიკა ირანის მიმართ განწირულია“, - განაცხადა მან.

16.02.2020 15:25

კორონავირუსი

ტაივანზე კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

აივანის ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ გარდაცვლილი 61 წლის კაცს დიაბეტი და ჰეპატიტი ბ ჰქონდა. ბოლო დროს მას ქვეყანა არ დაუტოვებია, მისი კლიენტები კი ძირითადად ჰონგ-კონგელი ტურისტები იყვნენ. სპეციალისტებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ვისგან გადაედო.

16.02.2020 15:23

ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს პირველი მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოუტანა. 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოდიკაძე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

16.02.2020 00:20

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ვერავინ ეტყვის საქართველოს, რომ ნულოვანი მხარდაჭერის მქონე და დანაშაულებზე პასუხისმგებელი ოპოზიცია შეიყვანოს პარლამენტში

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პარტნიორები ხედავენ, რაზეა წამსვლელი ქვეყანაში ოპოზიციის დესტრუქციული ნაწილი. 

15.02.2020 22:34

ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი

ფაშინიანი ალიევს: ნუ ჩაეძიებით ისტორიას, ვინაიდან როდესაც სომხეთის მეფე ტიგრან დიდი მოლაპარაკებებს აწარმოებდა პომპეუსთან, მსოფლიოში სახელმწიფო აზერბაიჯანი არ არსებობდა

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანსა და ილჰამ ალიევს შორის გამართული დებატების ფარგლებში, სომხეთის პრემიერმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ურჩია მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვისას ისტორიას არ ჩაეძიოს.

15.02.2020 22:14

მაიკ პომპეო

აშშ ევროპის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შესამცირებლად მილიარდ დოლარს გამოყოფს

შესაბამისი განცხადება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა. 

15.02.2020 22:01

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს

ოპოზიცია გიგი უგულავას დაკავების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს, - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დესტრუქციული ძალები სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებდნენ. 

15.02.2020 21:30

არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აშშ-დან მიღებულ კრიტიკულ წერილებს საქართველოსადმი ინტერესით და ნდობით ხსნის

ამის შესახებ „შაბათის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, არავინ მისწერს წერილს ადამიანს, თუ არ აქვს იმის მოლოდინი, რომ მას საკითხების გადაჭრა შეუძლია. 

15.02.2020 20:57

დავით ზალკალიანი

დავით ზალკალიანი ნატოზე: მე არ ვიცი კიდევ როგორ დავაკაკუნოთ

დავით ზალკალიანმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი. საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ თბილისი თანამშრომლობის ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და ამას თავისი შედეგი მოაქვს. 

15.02.2020 19:54

ირაკლი ბერაია

ირაკლი ბერაია: საქართველოს ნატოში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

მისი თქმით, თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა.

15.02.2020 18:27

Diamond Princess

აშშ კორონავირუსის გამო კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას განახორციელებს

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა. 

15.02.2020 18:02

მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

06.02.2020 11:59

დავით ბაქრაძე: ამერიკული კერძო სექტორი სწორად ხედავს საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას შემდგომი ინვესტირებისთვის

04.02.2020 22:54

ეკონომიკა

აშშ-ის საელჩო: აშშ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა

04.02.2020 17:21

საქსტატი: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა

03.02.2020 15:02

ნათია თურნავა: „ფრონტერას“ გაუცემელი ხელფასების 11 თვის დავალიანება დაუგროვდა და ბევრი ოჯახი რთულ მდგომარეობაში ჩააგდო

30.01.2020 14:43

2019 წელს ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაჩვენებელი დაფიქსირდა

23.01.2020 12:23

ვენეცია კუნძული

ვენეციის ლაგუნის ერთ-ერთი კუნძული აუქციონზე გაიყიდება

14.02.2020 13:28