BBC
ბან გი მუნი სამხრეთ კორეის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
მსოფლიო

ბან კი მუნი
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 1 იანვარს ეწურება, მიანიშნა, რომ შესაძლოა, სამხრეთ კორეის პრეზიდენტობისთვის იბრძოლოს.
ბან გი მუნმა შეკითხვაზე, აქვს თუ არა საპრეზიდენტო ამბიციები, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა - “სამშობლოში დავბრუნდები. იქ სიტუაცია ძალიან რთულია. ვფიქრობ, როგორ დავეხმარო საკუთარ ქვეყანას".
სამხრეთ კორეის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი დეკემბრის დასაწყისში დაუჭირა.
პაკ კინ ხეს კორუფციაში ადანაშაულებენ.
საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება 6 თვის განმავლობაში უნდა მიიღოს.
მანამდე კი, ქვეყანას პრემიერი მართავს.
ბან კი მუნი გაერო-ს გენმდივანი ზედიზედ ორი ვადით იყო. მან კოფი ანანი 2007 წლის იანვარში შეცვალა. 2017 წლის 1 იანვრიდან კი, პოსტს პორტუგალიელ ანტონიუ გუტერეშს გადააბარებს.





