ესპანეთში ფრანკოს რეჟიმის დროს გატაცებული ბავშვების საქმეზე პირველი მოსმენა დაიწყო
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
ფრანსისკო ფრანკოს ფაშისტური რეჟიმის პერიოდში გატაცებული ბავშვების საქმეზე, პირველი მოსმენა დღეს მადრიდის სასამართლოში გაიმართა. საქმე ეხება რეპრესირებული პოლიტიკოსების და ღარიბი სოციალური კლასის წარმომადგენელთა ახალშობილ შვილებს, რომლებსაც 1950-1975 წლებში სამშობიარო სახლიდან იტაცებდნენ და რეჟიმის მაღალჩინოსნებზე აშვილებდნენ.
ამ პერიოდში ესპანეთში 10 ათასამდე ბავშვი გაიტაცეს. რეჟიმის დანაშაულებრივ სქემაში ექიმები, ექთნები და ბებიაქალები აქტიურად იყვნენ ჩართულები.
პირველი სასამართლო პროცესი ბავშვების გატაცებაში, დოკუმენტების გაყალბებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულ 85 წლის გინეკოლოგს, ედუარდო ველას ეხება, მთავარ მოწმედ 49 წლის წინ გატაცებული ინეს მადრიგალია. ველასი აცხადებს, რომ ბავშვის გარდაცვალების შესახებ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და ეს ამბავი საერთოდაც არ ახსოვს.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ინესი ერთ-ერთია იმ ბავშვებს შორის, რომელიც 1969 წელს მადრიდის სამშობიაროდან გაიტაცეს, მარტოხელა დედას კი უთხრეს, რომ ახალშობილი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.





