26 ნოემბერი 2026, 15:38
ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ მომდევნო წლებში სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს
მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი
ფოტო: ვიდეოკადრი
გაზიარება
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიიჩნევს, რომ მოვიდა დრო - სომხეთის საზღვარი თავად სომხებმა დაიცვან.
როგორც ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ერევანი მადლიერია რუსი მესაზღვრეების, თუმცა მოვიდა დრო, რომ სომხეთმა საკუთარი საზღვრების დაცვაზე თავად იზრუნოს.
„მადლიერები ვართ რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების იმის გამო, რომ ისინი მთელი ამ დროის განმავლობაში სომხეთის საზღვრებზე იდგნენ. მაგრამ მივიჩნევ, რომ მოვიდა დრო - მომდევნო წლებში პასუხისმგებლობა ჩვენს საზღვრებზე სრულად ჩვენ ავიღოთ“, - განაცხადა ფაშინიანმა.





