23 ნოემბერი 2026, 21:37
ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარადგინა
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
UNIAN
გაზიარება
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტის პროექტი წარადგინა.
ევროკომისიის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, პაკეტი, კერძოდ, მიმართულია ფინანსური ინსტიტუტების, კრიპტოვალუტის პლატფორმებისა და ელექტროენერგეტიკული კომპანიების წინააღმდეგ.
ახალი სანქციები ითვალისწინებს:
- საბრძოლო მოქმედებების მონაწილეებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას
- ევროპის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ კომპანიებში ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების აკრძალვას
- ევროკავშირის ქვეყნებში გამართულ შეჯიბრებებში რუსული გუნდებისა და სპორტსმენების რუსეთის დროშის ქვეშ მონაწილეობის აკრძალვას
- რუსეთის ოფიციალური სიმბოლოების დემონსტრირების აკრძალვას
- რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული სპორტული ფედერაციების მმართველ ორგანოებში თანამდებობების დაკავების შეზღუდვას
- სანქციების დაწესებას კიდევ 60 რუსული ბანკის წინააღმდეგ
- სანქციების დაწესებას „ჩრდილოვანი ფლოტის“ კიდევ 70 გემის წინააღმდეგ
- ევროპული კომპანიებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, ექსპლუატაციაში ან შეკეთებაში მონაწილეობის აკრძალვას.
„ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ჩვენ ვაძლევთ უკრაინას ძალას მშვიდობის მისაღწევად, ხოლო რუსეთს - ყველა საფუძველს იმისთვის, რომ არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ გააკეთოს“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





