19 ნოემბერი 2026, 11:17
ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით „ფულს შესანიშნავად აკეთებს“
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Getty Images
გაზიარება
ომს უკრაინაში აშშ-თვის შემოსავალი მოაქვს, რადგან ვაშინგტონი ევროპელებზე იარაღს ჰყიდის, რათა შემდგომში ის კევს გადაეცეს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი უკრაინისთვის იარაღს სრულ ფასად ჰყიდის.
„ჩვენ შეღავათებს არ ვთავაზობთ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ფულს შესანიშნავად ვაკეთებთ“, - განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა ჯო ბაიდენმა უკრაინას 350 მილიარდი დოლარი ნაღდი ფულის სახით გადასცა.





