აშშ-ის ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ „განსაკუთრებული გარემოებებისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“ ქვეყნის მასშტაბით ყველა რეისზე საყოველთაო აკრძალვა დააწესა
მსოფლიო

GettyImages
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FAA) პარასკევს, „განსაკუთრებული გარემოებებისა და უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე“, ქვეყნის მასშტაბით ყველა რეისზე საყოველთაო აკრძალვა დააწესა.
უჩვეულო შინაარსის გაფრთხილებაში სხვა დეტალები არ დაკონკრეტებულა, გარდა იმისა, რომ „რეისების შესრულება დროებით უნდა შეწყდეს შემდგომ მითითებამდე“. საავიაციო უწყების ცნობით, შემომავალი საერთაშორისო ფრენების მართვა ინდივიდუალური წესით, თითოეულ შემთხვევაში ცალ-ცალკე განხორციელდება.
ქვეყნის მასშტაბით ფრენების ასეთი სრული შეჩერება უკიდურესად იშვიათი შემთხვევაა.
„FAA-ს ტექნიკოსები ამ პრობლემას იკვლევენ“, - განაცხადა ტრანსპორტის მდივანმა, შონ დაფიმ სოციალურ ქსელში. - „როგორც კი ახალი დეტალები გვექნება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“.





