რადოსლავ სიკორსკი: ევროპა აფინანსებს ამ ომს, ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მდგრადია და ეს ასეც იქნება, მიუხედავად იმისა, თუ სხვები რას გააკეთებენ
მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი
ფოტო: Getty Images
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, უკრაინაში ომს ევროპა აფინანსებს, უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერა მდგრადია და ეს ასეც იქნება, მიუხედავად იმისა, თუ სხვები რას გააკეთებენ.
ეს განცხადება სიკორსკიმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა.
„ჩვენ მოვისმინეთ ლავროვის გამოსვლა გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც ძირითადად ევროპის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს წარმოადგენდა. ამან დამარწმუნა, რომ მათ ახლა გააცნობიერეს: ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ შეერთებულ შტატებთან ერთად არ შეუძლიათ. ევროპა ამ ომის საფასურს იხდის. ევროპის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მდგრადია და ასეც გავაგრძელებთ, იმის მიუხედავად, თუ რას გააკეთებენ სხვები“, - აღნიშნა სიკორსკიმ.





