მაიკ პენსი: პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, მოუხსნას სანქციები რუსულ საწვავს, ყოველგვარ აზრს მოკლებულია
მსოფლიო

მაიკ პენსი
ფოტო: Reuters
მაიკ პენსმა დონალდ ტრამპს რუსეთთან გარიგების დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ მოუწოდა. ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილება რუსულ საწვავზე სანქციების გაუქმების შესახებ ყოველგვარ აზრს მოკლებულია და ამ ნაბიჯით ტრამპი პუტინის ომის მანქანას სამაშველო რგოლს უგდებს. ამერიკის პრეზიდენტმა რუსეთს დიზელის საწვავზე სანქციები გუშინ მოუხსნა. თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი ამერიკულ და მსოფლიო ბაზარს მილიონობით ტონა საწვავს მიაწვდის.
„პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება, მოუხსნას სანქციები რუსულ საწვავს უკრაინაში მშვიდობიან სამიზნეებზე პუტინის მიმდინარე და სასტიკი თავდასხმების ფონზე, ყოველგვარ აზრს მოკლებულია და სენატორ ლინდსი გრემის მემკვიდრეობისა და ლიდერობის ღალატს წარმოადგენს“, - წერს პენსი.
9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთიდან დიზელის საწვავის მიწოდებაზე შეთანხმდა.ზელენსკიმ ტრამპის ეს ნაბიჯი მწვავედ გააკრიტიკა და სანქციების მოხსნა აბსოლუტურად საშინელ ნაბიჯად შეაფასა. ამის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ახალი პრეზიდენტის არჩევის დროა.





