28 სექტემბერი 2026, 17:27
მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, კიშინიოვი წყლის გარეშე დარჩება
მსოფლიო

ფოტო: Getty Images
გაზიარება
მოლდოვის კრიზისების მართვის ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ თუ მდინარე დნესტრში წყლის დონის კლების ტენდენცია გაგრძელდება, დედაქალაქი კიშინიოვი უახლოეს კვირებში წყლის გარეშე დარჩება.
მდინარე დნესტრის კრიტიკული დაშრობის გამო, მოლდოვის პარლამენტმა მთავრობის მოთხოვნით ქვეყანაში 60-დღიანი ჰიდროლოგიური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
პარალელურად, მძიმე ენერგეტიკული ვითარების ფონზე ქვეყანაში ბუნებრივი აირი გაძვირდა და გაიზარდა კომუნალური გადასახადებიც.





