28 სექტემბერი 2026, 15:36
დიმიტრი პესკოვი: უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი
ფოტო: TASS
გაზიარება
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, კიევი უკვე იმკის ამ ყველაფრის შედეგებს.
„ამაზე პრეზიდენტი [ვლადიმერ პუტინი] ლაპარაკობდა. უკრაინა ბოლო თვეებში თავისი ქმედებებისთვის საფასურს გადაიხდის. ახლა ზუსტად ეს ხდება. ჩვენი შეიარაღებული ძალები სპეციალურ სამხედრო ოპერაციას განაგრძობენ, საკმაოდ თანმიმდევრულად ურტყამენ სამიზნეებს, რომლებსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ“, - განაცხადა პესკოვმა.





