ჯონ ქერი ტრამპს საერთაშორისო კრიზისის შექმნაში ადანაშაულებს
მსოფლიო

ჯონ ქერი
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ დონალდ ტრამპი საერთაშორისო კრიზისის შექმნაში დაადანაშაულა. ეს განცხადება მან Twitter-ზე ირანის ბირთულ შეთანხმებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო გააკეთა.
„პრეზიდენტის გადაწყვეტილება საშიშია. ის საერთაშორისო კრიზისს ქმნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს,“- დაწერა ქერიმ.
ყოფილ სახელმწიფო მდივანს არ ესმის, რატომ ვერ ხედავს ტრამპი ირანის მხრიდან ბირთული შეთანხმების პირობების შესრულებას, როცა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე აშშ-ის მოკავშირეები და ტრამპის ადმინისტრაციის წევრები თეირანის განცხადებას სიმართლედ მიიჩნევენ.
„როგორიც არ უნდა იყოს მიზეზი, რეალობა ისაა, რომ შეთანხმებაზე უარის თქმით პრეზიდენტი ჩვენს პოზიციებს ასუსტებს, მოკავშირეებთან გვაშორებს, ირანელი კონსერვატორების მდგომარეობას ამყარებს, ჩრდილოეთ კორეის კრიზისს ამწვავებს და სამხედრო კონფლიქტში ჩართვისკენს გვიბიძგებს,“- დაწერა ჯონ ქერიმ.
<blockquote class="twitter-tweet" data-lang="ru"><p lang="en" dir="ltr">It's all hands on deck standing up to President Trumps's dangerous decision on Iran. Here's my statement. <a href="https://t.co/VsTBwrqBZQ">pic.twitter.com/VsTBwrqBZQ</a></p>— John Kerry (@JohnKerry) <a href="https://twitter.com/JohnKerry/status/918941251390574592?ref_src=twsrc%5Etfw">13 октября 2017 г.</a></blockquote>
<script async src="//platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ბირთვული შეთანხმების დოკუმენტს გადახედავს. მისი თქმით, ირანი არ ასრულებს გარიგების მოთხოვნებს, რის შესახებაც ის კონგრესს აცნობებს.
ირანის პრეზიდენტმა ტრამპის ბრალდებებს სისულელე უწოდა.
ირანმა და ექვსმა შუამავალმა ქვეყანამ 2015 წლის 14 ივლისს ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ირანული ატომის მრავალწლიანი პრობლემის დარეგულირების მიმართულებით. ამ შეთანხმების ფარგლებში მიიღეს მოქმედების გეგმა, რომლის საფუძველზეც ირანს აშშ-ის, ევროკავშირის და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ დადებული ეკონომიკური და ფინანსური სანქციები უნდა მოხსნოდა. ეს გეგმა 2016 წლის 16 იანვრიდან ამოქმედდა. მხოლოდ ტრამპი აცხადებდა, რომ გარიგებიდან გასვლას გეგმავს. გარიგების ყველა სხვა მონაწილე შეთანხმებაში რჩება.





