31 მარტი 2021, 19:39
გამოკითხული ფრანგების 54% ქვეყანაში კარანტინის მკაცრი რეჟიმის დაწესებას ემხრობა
მსოფლიო

ფოტო: AFP
გაზიარება
გამოკითხული ფრანგების 54% ქვეყანაში კარანტინის მკაცრი რეჟიმის დაწესებას ემხრობა. აღნიშნულს ტელეკომპანია BFM TV-ს დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარების გაუარესების ფონზე საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დღეს მოსახლეობას მიმართავს და კორონავირუსთან ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე ისაუბრებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 4 554 683 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 94 983 ადამიანი გარდაიცვალა.





