19 დეკემბერი 2016, 05:58
ბერნანდ ჰოპკინსი რინგზე დაბრუნდა
მსოფლიო

ბერნანდ ჰოპკინსი
გაზიარება
51 წლის მოკრივე ბერნანდ ჰოპკინსი რინგზე დაბრუნდა. მან გამოსამშვიდობებელი მატჩი 17 დეკემბერს გამართა, თუმცა მსოფლიო მოკრივეთა გაერთიანების საერთაშორისო ჩემპიონის ტიტული ვერ მოიპოვა. ორთაბრძოლაში 27 წლის ჯო სმიტმა გაიმარჯვა.
2014 წელს ჰოპკინსმა რეკორდი დაამყარა, 49 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ჰოპკინსი კრივში ყველაზე ასაკოვანი ჩემპიონია, ლეგენდარული ჯორჯ ფორმანი მასზე 4 წლით უმცროსი იყო.
ჰოპკინსის კარიერა 55 გამარჯვებას, 8 დამარცხებას და 2 ფრეს ითვლის.





