14 ნოემბერი 2026, 11:33
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის „ოპერა ქრაუნის“ პირველი პრემია ამერიკელმა მომღერალმა მოიპოვა
კულტურა

ფოტო: იმედი/კადრი
გაზიარება
თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის „ოპერა ქრაუნის“ პირველი პრემია ამერიკელმა მომღერალმა მოიპოვა. მეორე ადგილი კორეელ მონაწილეს ერგო, მესამე კი იტალიელს.
მსოფლიოს 24 ქვეყნის 55 ახალგაზრდა საოპერო მომღერალი - ასეთია წლევანდელი შემადგენლობა.
ფინალისტები მაყურებლის წინაშე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად წარდგნენ, ზაზა აზმაიფარაშვილის დირიჟორობით.
15 ნოემბერს თეატრი კონკურსის ისტორიაში პირველ გალა-კონცერტს უმასპინძლებს. სცენაზე წლევანდელ გამარჯვებულებთან ერთად წინა წლების ლაურეატებიც გამოვლენ.





