თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ილია მეორის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
კულტურა

ფოტო: IMEDI/ვიდეოკადრი
კულტურის სამინისტროსა და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კონცერტი გაიმართა, რომელიც უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნასა და საქართველოს სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში მის განსაკუთრებულ ღვაწლს მიეძღვნა.
კონცერტში მონაწილეობდნენ - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, გორის ქალთა კამერული გუნდი და სამების კათედრალის საპატრიარქო/სახელმწიფო კამერული გუნდი.
კონცერტზე იოჰან სებასტიან ბახის “შემიწყალე მე ღმერთო ჩემო“, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის“ გიხაროდენ ჭეშმარიტო, სხეულით შობილო მარიამისგან” და “რექვიემი” შესრულდა.





