ოზურგეთში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა
კულტურა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
ფონდ „ქართული გალობის“ ორგანიზებით, ოზურგეთში ქართული ტრადიციული მუსიკის გამორჩეული მოამაგის, ფოლკლორისტ ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა.
ბიუსტი, რომელიც მოქანდაკეებმა გიორგი ჭანკოტაძემ და ჯონი გოგაბერიშვილმა შექმნეს, ქალაქის ცენტრში, ჭადრების პარკში განთავსდა.
ბიუსტის გახსნის შემდეგ საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ოზურგეთის დრამატულ თეატრში კონცერტი გაიმართა.
ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე მსმენელის წინაშე ცნობილი ანსამბლები, ფოლკლორის ცენტრის გუნდი და ოზურგეთის სალოტბარო სკოლა წარდგნენ.
უფრო მეტს სალომე შანშიაშვილი გიამბობთ.





