25 ოქტომბერი 2026, 10:33
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ქალთა გუნდმა საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა
კულტურა

ფოტო: კულტურის სამინისტრო
გაზიარება
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 24 ოქტომბერს, თბილისის ქალთა გუნდმა, ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით, ესპანეთში, საგრადა ფამილიაში კონცერტი გამართა.
გუნდმა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა.
კონცერტი ესპანეთის მესამე საერთაშორისო საგუნდო კონკურს „Sing for Gold - the World Choral Cup“-ის ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნულ კონკურსში 24 ქვეყნის 37 გუნდი მონაწილეობს. თბილისის ქალთა გუნდი ბარსელონას ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაში - საგრადა ფამილიაში გამართული კონცერტისთვის შერჩეულ ორ გუნდს შორის მოხვდა.





