26 სექტემბერი 2026, 19:42
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „თანაარსებობა“ - თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობის პირველი გამოფენა გაიმართა
კულტურა

ფოტო: IMEDIვიდეო/კადრი
გაზიარება
ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში „თანაარსებობა“ - თბილისის ახალგაზრდული სახელოვნებო ბაზრობის პირველი გამოფენა გაიმართა.
ღონისძიება ახალგაზრდა და დამოუკიდებელ ხელოვანებს, გალერეებს, კოლექციონერებს, კულტურის ინსტიტუციებსა და ხელოვნების სფეროს საერთაშორისო პროფესიონალებს აერთიანებს.
საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე ხელოვანთა ნამუშევრები ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ სივრცეებში 3 დღის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი.





