ზაკ გალიფიანაკისიმ თავისი სატელევიზიო შოუ ფილმად გადაიღო. ვიდეო
კულტურა

ზაკ გალიფიანაკისი
ფოტო: IMEDI
მსახიობმა ზაკ გალიფიანაკისიმ თავისი შოუ Between Two Ferns („ორ გვიმრას შორის“) ფილმად გადაიღო, - ინფორმაციას RollingStone ავრცელებს. ფილმის პრემიერა Netflix-ზე 20 სექტემბერს შედგება.
შოუში მსახიობი პოპულარულ და ცნობილ ადამიანებთან ინტერვიუს წერს, პარალელურად კი კომედიურ სიუჟეტებს დგამს. გადაცემის პროდიუსერი ასევე კომედიური ჟანრის მსახიობი უილ ფარელია.
ფილმში მაყურებელი სხვებთან ერთად იხილავს ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან: კიანუ რივზი, ბენედიქტ კამბერბეჩი, ბრი ლარსონი თუ დევით ლეტერმენი. რეჟისორი სკოტ ოკერმანია.
ზაკ გალიფიანაკისი მაყურებლებისთვის განსაკუთრებით პოპულარული და საყვარელი ფილმებიდან - The Hangover და Due Date გახდა.





