19 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება
ჯანდაცვა

ფოტო: AP
19 მაისიდან საფრანგეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყება. კერძოდ, შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში, გაიხსნება ბარები, რესტორნები, მუზეუმები და კინოთეატრები.
გარდა ამისა, კომენდანტის საათი 19 მაისიდან 19:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე ამოქმედდება.
აღსანიშნავია, რომ რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს ღია ტერასების გახსნის ნებართვას დართავენ. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ვაქცინაციის დაწყების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 5 592 390 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 253 ადამიანი გარდაიცვალა.




