კახაბერ კუპატაძე
კახეთში კორონავირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა
ჯანდაცვა

ფოტო: Shutterstock.com
Imedinews- ის ინფორმაციით, ვირუსს ემსხვერპლა სოფელ ქვემო მაჩხაანში მცხოვრები 59 წლის ქალი, რუსთაველი 69 წლის კაცი და სოფელ ბაკურციხის მკვიდრი 76 წლის კაცი. ისინი მკურნალობის კურსს რეგიონის სხვადასხვა საავადმყოფოში გადიოდნენ.
ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კახეთში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ეს რიცხვი 9 960-მდე გაიზარდა. ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 173 კონტაქტი.
ამ ეტაპზე რეგიონში გადის მკურნალობას 1, 855 მოქალაქე, მათ შორის 1, 723 დატოვებულია ბინაზე, ერთი კოვიდ-სასტუმროში, ხოლო 131 იმყოფება კოვიდ -კლინიკაში.
თვითიზოლაციაში რჩება 931 ადამიანი. დღეს თვითიზოლაციიდან 190 მოქალაქე მოიხსნა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 181- ია, ჯამში ვირუსი კი 7 719- მა პაციენტმა დაამარცხა. გასული წლის სექტემბრიდან ამ დრომდე კი რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით COVID-19-ს 86 მოქალაქე ემსხვერპლა.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 738 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 301, ქვემო ქართლი - 123, შიდა ქართლი - 100, გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 138, კახეთი - 107, მცხეთა-მთიანეთი - 32, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში კორონავირუსის 225 893 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 210 445. გარდაიცვალა 2 481 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 401, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 5 480. კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 287 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.




