ხათუნა მაისურაძე
საჩხერის სამედიცინო ცენტრში 6 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა
ჯანდაცვა

ფოტო: ხათუნა მაისურაძე
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ 6 პაციენტს COVID19 არ დაუდასტურდა.
მათგან 5 საჩხერის მუნიციპალიტეტის, ხოლო 1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრია. კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში გამოსაკვლევი საეჭვო პაციენტები აღარ ჰყავთ.
კლინიკაში COVID19 დიაგნოზით ერთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საქართველოში კორონავირუსი 402 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 95 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა.





