27 ნოემბერი 2026, 21:53
ევროპის საბჭოს კულტურის მხარდაჭერის ფონდმა „ევრიმაჟმა“ ორ ქართულ საერთაშორისო კოპროდუქციას, ჯამში 480 ათასი ევრო გამოუყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ფოტო: იმედი ვიდეო/კადრი
გაზიარება
ევროპის საბჭოს კულტურის მხარდაჭერის ფონდმა „ევრიმაჟმა“ ორ ქართულ საერთაშორისო კოპროდუქციას, ჯამში 480 ათასი ევრო გამოუყო.
დაფინანსება მოიპოვა როგორც თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა „ზღვა ყველას მიიღებს“, ასევე ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციურმა ნამუშევარმა „იგი“, რომელიც ჯემალ ქარჩხაძის ცნობილ ნაწარმოებს ეფუძნება.
ორივე პროექტი თავდაპირველად ეროვნული კინოცენტრის რესურსით დაიწყო, დღეს კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად გრძელდება.
ნინი ჩუბინიძე დეტალებს სიუჟეტში გიამბობთ.





