17 ნოემბერი 2026, 21:11
ისტორიული პროექტი - ქვეშეთი-კობის ახალ გზაზე ნახევაკილომეტრიანი ხიდის სამასმეტრიანი თაღი უკვე გაკეთდა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ეკონომიკა

გაზიარება
ისტორიული პროექტი - ქვეშეთი-კობის ახალი გზა. 23 კილომეტრიანი გზის მნიშვნელოვანი ნაწილია თითქმის ნახევარკილომეტრიანი ხიდი, რომლის სამასმეტრიანი თაღი უკვე გაკეთდა. შემდეგი ეტაპია ბურჯების მოწყობა და საავტომობილო გზის საყრდენი კონსტრუქციის აშენება.
მიმდინარე სამუშაო ინფრასტრუქტურის მინისტრმა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მნიშვნელოვანი პროექტის ღირებულება მილიარდ 200 მილიონი ლარია.
მაკუნა აბულაძე გიამბობთ.





