ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპის შენარჩუნება და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები - თბილისში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსაზოგადოების მასშტაბური შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სწრაფი ტემპის შენარჩუნება და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები - თბილისში აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ბიზნესსაზოგადოების მასშტაბური შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და ბიზნესის კოორდინირებულ მუშაობას გლობალური გამოწვევების ფონზე, რამაც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოზიტიური პროგნოზები განაპირობა.
დარგის წარმომადგენლებმა ღიად ისაუბრეს კადრების დეფიციტსა და ადმინისტრაციულ შეფერხებებზე, რომელთა დაძლევაც მსხვილი საინვესტიციო პროექტების დროულ რეალიზაციას უკავშირდება.
ვრცლად სოფო ბერიძის სიუჟეტში.





