საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით ზრდას ელის
ეკონომიკა

ფოტო: იმედი/კადრი
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის 7,2 პროცენტით ზრდას ელის, მომავალ წელს კი 5,7 პროცენტით. ფონდის პროგნოზით, 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, დეფიციტი 2,5 პროცენტია. პროექტი სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორში ხელფასებისა და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას ითვალისწინებს. ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები მყარია, საბანკო სისტემა კი სტაბილურია.
გაიზარდა ქვეყნის სავალუტო რეზერვებიც. ფონდმა დადებითად შეაფასა ეროვნული ბანკის მუშაობა ვირტუალური აქტივების წესების შემუშავებაზე. მისი შეფასებით, ამ წესების დაცვა მნიშვნელოვანია ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად.
ფონდის მისიის წევრები, ფინანსთა მინისტრსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეხვდნენ.





