ლაშა ხუციშვილი: 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია
ეკონომიკა

ლაშა ხუციშვილი
ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 1 მილიარდ 212 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებში:
მეწარმეობის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია 210 მილიონი ლარი;
ტურიზმის განვითარებაზე გამოყოფილია 78 მილიონი ლარი;
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, გარდა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობისა, გათვალისწინებულია 64 მილიონი ლარი;
ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა საერთაშორისო კამპანიებისთვის გათვალისწინებულია 23 მილიონი ლარი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტს 2027 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ძირითადი პარამეტრები გააცნო.





