საქსტატის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 9.2 პროცენტით გაიზარდა
ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 20 535.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 9.2 პროცენტით მეტია.
აქედან, ექსპორტი 6 153.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ანუ გაიზარდა 19.6 პროცენტით, ხოლო იმპორტი 14 382.0 მლნ. აშშ დოლარს – ზრდამ 5.3 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-სექტემბერში 8 228.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1 პროცენტია.
ამასთან, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 64.8 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 2 547.0 მლნ. აშშ დოლარით, ჩინეთი – 2 329.2 მლნ. აშშ დოლარით და რუსეთი – 2 211.1 მლნ. აშშ დოლარით.





