არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრი: შევხვდი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა
ეკონომიკა

ფოტო: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
არაბთა გაერთიანებული საამიროები და საქართველო განაგრძობენ დინამიკური ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას, რასაც საფუძვლად უდევს ჩვენს ქვეყნებს შორის გაფორმებული ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება(CEPA), - წერს არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობის მინისტრ,თანიბინაჰმედ ალზეიუდისოციალურ ქსელ X- ზე.
როგორც თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდი აღნიშნავს, მარიამ ქვრივიშვილთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა. „2025 წელს ჩვენმა არა-სანავთობო სავაჭრო ბრუნვამ 782.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 20.9%-იან ზრდას წარმოადგენს დათითქმის ოთხჯერ აღემატება 2019 წლის მაჩვენებელს.
შევხვდი ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მის აღმატებულება მარიამ ქვრივიშვილს, რათა განგვეხილა, თუ როგორ ვიმუშაოთ ამ დადებითი დინამიკის შენარჩუნებაზე და გავაფართოოთ სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობა ისეთ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორებიცაა ლოგისტიკა, ტურიზმი, უძრავი ქონება და განახლებადი ენერგეტიკა“, - წერს სოციალურ ქსელში არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო ვაჭრობისმინისტრი.
მარიამ ქვრივიშვილისა დათანიბინაჰმედ ალზეიუდისორმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.





