28 დეკემბერი 2021, 10:27
26 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2.5 მლნ აშშ დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა
ეკონომიკა

ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გაზიარება
2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 3 792 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 2.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 2021 წლის 1 აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, ვაშლის ექსპორტი თითქმის სრულად რუსეთის ფედერაციაში განხორციელდა (3,787), ხოლო 5 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა სომხეთში.





