ვახტანგ ჭარაია: იმედი მაქვს, ახალი პრემიერი უკომპრომისო იქნება ეკონომიკური რეფორმების გატარებაში თავის ეკონომიკურ გუნდთან ერთად
ეკონომიკა

ვახტანგ ჭარაია
ფოტო: Facebook
პრემიერ ღარიბაშვილისგან საზოგადოება, პირველ რიგში, ეკონომიკური სირთულეების გადალახვას მოელის, - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი, ვახტანგ ჭარაია Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერი უკომპრომისო იქნება ეკონომიკური რეფორმების გატარებაში თავის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც მინიმუმ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
1. ქვეყნის გრძელვადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება და მისი ზედმიწევნით აღსრულება;
2. ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, სადაც უმთავრეს ადგილს ეროვნული წარმოება დაიკავებს და უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი კონკურენცია;
3. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების სახელმწიფოს მიერ განხორციელება;
4. პამდემიასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაცვა, რომელიც არამხოლოდ მოკლევადიან არამედ გრძელვადიან კეთილდღეობასაც მოგვიტანს;
5. ციფრული ტექნოლოგიების ათვისება ყველა დონეზე და სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა“, - წერს ექსპერტი.
ის ირაკლი ღარიბაშვილსა და მის გუნდს წარმატებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ეკონომისტებთან თანამშრომლობით, მუდმივმოქმედი პლატფორმა ჩამოყალიბდება.
„იმედი მაქვს, ბატონი პრემიერი მალევე გამოძებნის დროს ეკონომისტებთან შესახვედრად და უკეთესი იქნება, თუ მუდმივმოქმედ პლატფორმას ჩამოაყალიბებს. იმედი მაქვს, მისი სიხისტე, სწორედ ეკონომიკურ რეფორმებში იქნება გამოვლენილი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტებს დაამშვენებს ხელმოწერით“, - წერს ვახტანგ ჭარაია.



