ანდრეი ჯუფალაკიანი
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი
ეკონომიკა

ელექტროენერგიის ტარიფს სემეკი 27 დეკემბერს დაადგენს.
გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის გადასახადი, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. სემეკ-მა სხდომა უკვე ჩანიშნა.
27 დეკემბერს, 12.00 საათზე განიხილება „თელასისთვის“ და „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენის საკითხი.
მარეგულირებელ კომისიაში ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, ტარიფის ზრდის აუცილებლობა არ იკვეთება. თუმცა, სემეკ-მა უკვე გაზარდა წარმოების ტარიფები „ენგურჰესისთვის“ და „ვარდნილჰესების კასკადისთვის“. ამის გარდა, „თელასი“ და „ენერგო-პრო ჯორჯია“ 2017 წელს ინვესტიციებს გაზრდიან, რაც ახალ ტარიფზე ასევე აისახება. ხვალ სემეკი ელექტროენერგიის წარმოების ტარიფებს თბოელექტროსადგურებისთვისაც დაადგენს.





