სიახლეები

ყველა სიახლე 

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ვებ-გვერდის რედაქტორის პოზიციაზე

 25 თებერვალი, 2019 - 12:48

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ვებ-გვერდის რედაქტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ლუბლიანას ქ. #5, თბილისი.

საინფორმაციო ვებ-გვერდი www.imedinews.ge არის შპს "ტელეიმედის"  სტრუქტურული ერთეული. ვებ-პლატფორმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამეცნიერო/ტექნოლოგიური, გასართობი და სპორტული სიახლეების შესახებ.

მოვალეობა/პასუხისმგებლობები:

** ახალი ამბების მოძიება და დამუშავება;
** მიმდინარე ახალი ამბების მონიტორინგი;
** ამბის წინაისტორიის (ე.წ. ბექგრაუნდის) დამუშავება;
** ტექსტების რედაქტირება;
** ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა;
** ვებ-გვერდისთვის სტატიების მომზადება;
** უცხოური და ქართული რესურსებიდან მასალის (ვიზუალური  და ტექსტური) მოძიება, დამუშავება/რედაქტირება, თარგმნა  და ვებგვერდზე განთავსება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ახალი ამბების რედაქტორად მუშაობის სულ ცოტა ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@imedi.ge 2019  წლის 20 მარტის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება  - "რედაქტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.