ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ვებ-გვერდის რედაქტორის პოზიციაზე
25 თებერვალი, 2019, 12:48

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს ვაკანსიას ახალი ამბების ვებ-გვერდის რედაქტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ლუბლიანას ქ. #5, თბილისი.
საინფორმაციო ვებ-გვერდი www.imedinews.ge არის შპს "ტელეიმედის" სტრუქტურული ერთეული. ვებ-პლატფორმის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული, სამეცნიერო/ტექნოლოგიური, გასართობი და სპორტული სიახლეების შესახებ.
მოვალეობა/პასუხისმგებლობები:
** ახალი ამბების მოძიება და დამუშავება;
** მიმდინარე ახალი ამბების მონიტორინგი;
** ამბის წინაისტორიის (ე.წ. ბექგრაუნდის) დამუშავება;
** ტექსტების რედაქტირება;
** ვებგვერდზე სიახლეების ატვირთვა;
** ვებ-გვერდისთვის სტატიების მომზადება;
** უცხოური და ქართული რესურსებიდან მასალის (ვიზუალური და ტექსტური) მოძიება, დამუშავება/რედაქტირება, თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ახალი ამბების რედაქტორად მუშაობის სულ ცოტა ერთწლიანი გამოცდილება;
** ქართულ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@imedi.ge 2019 წლის 20 მარტის ჩათვლით. წერილის სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "რედაქტორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების განხილვის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან.