Back03 ოქტომბერი 2026, 18:05
ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში
ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში. განათლების მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა მათ ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის სიგელები გადასცა და მადლობა გადაუხადა, პროფესიისადმი თავდადების, მომავალი თაობების განათლებასა და აღზრდაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ღონისძიებაზე ასევე, პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
Share






