ზოგადი განათლების რეფორმა
<p>თითოეული მოსწავლის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პასუხისმგებლობის მქონე, კონკურენტუნარიან მოქალაქედ აღზრდა და ჩამოყალიბება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, მთავრობის მეთაურთან ერთად, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია წარმოადგინა. დასახელდა 8 გამოწვევა და გადაჭრის გზები. დაზუსტდა მე-11 კლასის საკითხიც. საჯარო სკოლებში, მე-11 კლასის მოსწავლეები ეროვნული გამოცდებისთვის საჭირო საგნებში მოემზადებიან. მე-12 კლასში სწავლის გაგრძელება, სურვილის შემთხვევაში, წინასწარ რეგისტრაციას საჭიროებს.</p>


















