Back08 ივლისი 2025, 20:49
„მუსიკალური ზაფხული 2025“
<p>„მუსიკალური ზაფხული 2025“ - ასე ჰქვია კონცერტების სერიას, რომელიც თელავიდან დაიწყო და ზაფხულის განმავლობაში, მთელ საქართველოს მოიცავს. 4 მუსიკალური საღამო სხვადასხვა რეგიონში გაიმართება. საქართველოს კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, პირველი საფესტივალო კონცერტი ბატონის ციხის ეზოში ჩატარდა.</p>

შორენა კოპალეიშვილიკულტურა
Watch full episode →Share















