პოლიტიკური გაერთიანების სამიტი
<p>საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით ალბანეთში ჩავიდა, სადაც 50-მდე ქვეყნის ლიდერები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან. მთავარი თემები უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგრადობა, არალეგალური მიგრაციაა. საქართველოს მთავრობის მეთაური ერთ-ერთ დისკუსიაშიც ჩაერთვება</p>


















