უკრაინა ომიდან - მოლაპარაკებამდე
<p>რუსეთმა უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის 7 რეგიონს ოკუპანტმა ასობით დრონით შეუტია. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულებიც. უკრაინის პრეზიდენტი დასავლელი პარტნიორებისგან მოსკოვზე წნეხის გაძლიერებას და საბრძოლო მასალებისთვის ფულს ითხოვს. დონალდ ტრამპს კი სჯერა, რომ ომის დასრულების დიპლომატიური ძალისხმევა შედეგს მალე გამოიღებს.</p>




















