კოსმოსიდან დედამიწაზე
<p>ასტრონავტები, რომლებიც 9 თვე დედამიწაზე დაბრუნებას ელოდნენ, ილონ მასკის სპეის იქსმა ჩამოიყვანა. ნასას ასტრონავტები მისიით 2024 წლის ივნისში გაემგზავრნენ. მათ კოსმოსში მხოლოდ 8 დღე უნდა გაეტარებინათ, თუმცა ხომალდზე წარმოქმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩარჩნენ. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ილონ მასკი აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენმა ასტრონავტები კოსმოსში პოლიტიკური მიზეზების გამო ჩატოვა.</p>

















