ხაზარაძის აფერა
<p>„ლელოს“ და მის ლიდერს ანაკლიის პროექტის მშენებლობის საქმეზე საერთაშორისო სასამართლოში დავის წაგების შემდეგ, მარცხის აღიარება არ სურთ. ხაზარაძემ ჯერ წააგო ყველა სასამართლო ინსტანცია საქართველოში და ქართულ სასამართლოს უნდობლობა გამოუცხადა, შემდეგ კი მარცხი პარიზის საარბიტრაჟოში იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს სიმართლე მის მხარეს იყოს. შეფასებისას გამოიყენა სიტყვა რუსულიც, რაც შიდა მოხმარების პოლიტიკური განცხადება უფროა, ვიდრე რეალობის აღწერა.</p>
















